ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა მოტორსის" გუნდმა ოფროუდ ჩემპიონატზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია
27/03/2012


პრესრელიზი

27 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
 (+995 32) 224 44 44, 226 44 44 
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

„თეგეტა მოტორსის" გუნდმა ოფროუდ ჩემპიონატზე კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია

[PUBLICITY.GE] თბილისი,  27 მარტი, 2012 - „თეგეტა მოტორსის" სახელით მოასპარეზე დავით საძაგლიშვილმა ამჯერად უკვე სომხეთის ქალაქ იჯევანში გამართულ ოფროუდ შეჯიბრში "ბილაინ ექსტრიმ 2012" გაიმარჯვა.

შეჯიბრი სულ სამ კატეგორიაში მიმდინარეობდა (სტანდარტული, მონსტრები, ექსტრიმი). პირველობისთვის საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლები იბრძოდნენ. "ბილაინ ექსტრიმ 2012"-დან ქართველი მოასპარეზეები ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. „თეგეტა მოტორსის" გუნდმა „მონსტრების" კატეგორიაში მეორე ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსის" გუნდმა წარმატებით იასპარეზა და  გაიმარჯვა  „ბაკურიანობა 2012"-ისთვის მიძღვნილ  ოფროუდ შეჯიბრშიც.

წაკითხულია: 2046